Reuters: ილონ მასკი მაისიდან მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში თავის საქმიანობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს
ილონ მასკი მაისიდან მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში თავის საქმიანობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მილიარდერი უფრო მეტ დროს კომპანია „ტესლას“ დაუთმობს, რომლის ფინანსური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუარესდა. სატელეფონო კონფერენციისას, მასკმა დაადასტურა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს საკუთარი დროის მხოლოდ 40%-ს დაუთმობს, რაც კომპანიაში ვითარების გამოსწორების საშუალებას მისცემს
