დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ჩინეთისთვის ტარიფების შემცირებას გეგმავს
დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ჩინეთისთვის ტარიფების შემცირებას გეგმავს. მისი თქმით, 145%-იანი ტარიფები, რომელიც პეკინისთვის დაწესებულია, ძალიან მაღალია და ის მნიშვნელოვნად შემცირდება. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინური მხარე გარიგებაზე წავა, რაც მათ შეერთებულ შტატებში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს
