ამერიკის სახელმწიფო მდივანი, უწყებაში მასშტაბურ რეორგანიზაციას იწყებს
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, უწყებაში მასშტაბურ რეორგანიზაციას იწყებს. როგორც მარკო რუბიო აცხადებს, სახელმწიფო დეპარტამენტი თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს და ამერიკელი ხალხის მოლოდინს ვერ ამართლებს. მიზეზად, ბიუროკრატიულ სისტემას, დეპარტამენტების სიმრავლეს, ამერიკელების ინტერესებთან შეუსაბამო პროექტებსა და გაზრდილ შტატებს ასახელებს, რომელთა უმეტესობაც გაუქმდება. რეორგანიზაციის ფარგლებში, საგარეო დახმარება, რომელიც უსაფრთხოებასთან არ არის დაკავშირებული, რეგიონულ ბიუროებში გაერთიანდება, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამერიკის საგარეო პოლიტიკის გატარებაზე კონკრეტულ გეოგრაფიულ ტერიტორიებზე. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის დარჩენილი ფუნქციები, სხვადასხვა ბიუროებზე გადანაწილდება