უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევი ყირიმის ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევი ყირიმის ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს. მისი თქმით, ყირიმი უკრაინის ნაწილია და რუსეთის ტერიტორიად მისი აღიარება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რუსულ ფორმატში გადასვლას ნიშნავს, რაც მოსკოვს შესაძლებლობას მისცემს, ომი კიდევ უფრო გააჭიანუროს
