ბრიტანული „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ტრამპი პუტინს უფლებას მისცემს, თითქმის ყველა ტერიტორია შეინარჩუნოს, რომელიც მან უკრაინას წაართვა
ბრიტანული „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ტრამპი პუტინს უფლებას მისცემს, თითქმის ყველა ტერიტორია შეინარჩუნოს, რომელიც მან უკრაინას წაართვა. გამოცემის ცნობით, ეს ომის დასრულების ამერიკული გეგმის ნაწილია, რომელიც უკრაინას მკაფიო უსაფრთხოების გარანტიის გარეშე ტოვებს. საკითხზე ლონდონში დღეს იმსჯელებენ. შეთავაზება მოიცავს ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის ოფიციალურ აღიარებას და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო აღიარებას
