ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა
91 წლის ასაკში ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა. ცნობილ ქართველ მოქანდაკეს თბილისში, დიდუბის პანთეონში მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით დაკრძალავენ. გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი კი მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ოთხშაბათს ჩატარდება. ბოლო პერიოდში წერეთელი რუსეთში მოღვაწეობდა.
