გლოვა ვატიკანში
რომის პაპის პანაშვიდი 26 აპრილს, შაბათს, წმინდა პეტრეს მოედანზე შედგება და მას მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან. ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომში ჩასულ ლიდერთა შორის იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი, ასევე არგენტინის პრეზიდენტი, ბრაზილიის ლიდერი და უკრაინის პრეზიდენტი. რომის ახალი პაპის არჩევისთვის კი კარდინალთა კოლეგიას 15-დან 20 დღემდე დასჭირდება.
სიუჟეტის ავტორი: ლეო სიხარულიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
