მხილებული ოპოზიცია
შიდა თუ გარე ძალების მცდელობის მიუხედავად, ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი შედგა. პოლიტიკოსები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციას ჯერ კიდევ არჩევნების შეფასების გამო გაუბრაზდნენ, ახლა ვიზიტის მნიშვნელობას აკნინებენ. საინტერესოა, რომ სტუმარს საქართველოში ჩამოსვლაზე უარისკენ იმ მიზეზით მოუწოდებდნენ, რომ ეს, მათივე სიტყვებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარებად აღიქმებოდა. დღეს უკვე ასეთი არგუმენტები ისმის: ეუთო ყველგან ჩადის და რუსეთი მისი წევრია. მათი ლოგიკით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის საქართველოში ყოფნა არაფერს ნიშნავს.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
