ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქალისა და კაცის ბიოლოგიური განმარტება აღიარა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქალისა და კაცის ბიოლოგიური განმარტება აღიარა. კირ სტარმერის თქმით, ქალი ნიშნავს ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის მქონე ადამიანს და არა ტრანსგენდერ ქალს. აღნიშნული კომენტარი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ქალის სამართლებრივ განმარტებად - ბიოლოგიური სქესი განსაზღვრა და არა გენდერული იდენტობა.
