ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრი და USAID-ი გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან კოორდინირებით ამერიკელი მოქალაქეების მიზანმიმართულ ცენზურაზე მუშაობდნენ
ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრი და USAID-ი გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან კოორდინირებით ამერიკელი მოქალაქეების მიზანმიმართულ ცენზურაზე მუშაობდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ამერიკა ფერსთ ლიგალ“ ავრცელებს. მათ მიერ მოპოვებული ოფიციალური სამთავრობო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებისა და განსხვავებული პოზიციის ჩახშობის მიზნით, გლობალური ჩართულობის ცენტრი და USAID-ი მასობრივი ცენზურის ოპერაციასა და დაფინანსებულ პროპაგანდაზე მუშაობდნენ, რაც დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამებით ჰქონდათ შენიღბული.
