ალექსეი კურჩენკო: უკრაინა, ფაქტობრივად, ევროპისგან რუსულ გაზს ყიდულობს
უკრაინა, ფაქტობრივად, ევროპისგან რუსულ გაზს ყიდულობს - რადის ენერგეტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსეი კურჩენკო აცხადებს, რომ უკრაინას ზამთარში მეტი ბუნებრივი აირი სჭირდება, ენერგომატარებლების მიწოდების წყარო კი ევროკავშირია, რომელიც, თავის მხრივ, ბუნებრივ აირს გაზსადენის თურქული ნაკადის საშუალებით იღებს. ამ გაზსადენში კი რუსული ბუნებრივი აირი მიედინება, რომლითაც მარაგდება სერბეთი და უნგრეთი. სხვა ალტერნატიული წყარო კი შეიძლება იყოს პოლონეთის ტერმინალიდან ამერიკული თხევადი გაზის მიღება, რაც ჯერ მხოლოდ თეორიულად განიხილება.
