გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მონაწილეობით, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადაეცათ. ჭოლარიების ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.
