კახეთის პოლიციამ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა
კახეთის პოლიციამ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე შეისყიდა საკონტროლოდ ნარკოტიკები და ფლობს ფაქტების დამადასტურებელ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“. ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტრო სასწორიც. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
