სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ხუთი მილიარდ 618 600 000 დოლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ეს მონაცემები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16,1 პროცენტით მეტია. გარდა ამისა, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა, საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, 70% შეადგინა.
