საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორთან შეხვედრაზე
საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორთან შეხვედრაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ფინანსთა მინისტრის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ქართულმა მხარემ მსოფლიო ბანკისგან მიიღო გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და პროგრესის შენარჩუნებისთვის. საუბარია არა მხოლოდ დაფინანსებაზე, არამედ ტექნიკურ მხარდაჭერაზე. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს ისეთ სტრატეგიულ პროექტზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელი.
