თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზია.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ და მკაფიო პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებენ სხვებსაც. „ლელო“ „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა კონკრეტულ დავალებებს და მითითებებს ელოდება.
