საკანონმდებლო ინიციატივის ინიციირებას, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობს კომიტეტმა მხარი დაუჭირა
საკანონმდებლო ინიციატივის ინიციირებას, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობს კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ცვლილებები უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს. საკანონმდებლო წინადადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ნანა მაჭავარიანსა და გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში 2005 წელს შეწყდა და საუნივერსიტეტო საგანი „ქართული ენა“ გაუქმდა. უნივერსიტეტებში მშობლიური ენის სწავლების ვალდებულება მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოქმედებს, დანარჩენ ფაკულტეტებზე კი ის მხოლოდ შერჩევითი საგნების ჩამონათვალშია.
