გმობენ თუ არა პოლიციელის მიმართ აქციის მონაწილეთა მხრიდან გამოხატულ ძალადობას
გმობენ თუ არა პოლიციელის მიმართ აქციის მონაწილეთა მხრიდან გამოხატულ ძალადობას - „ქრონიკის“ ამ კითხვაზე ევროკავშირის საელჩო ზოგადი პასუხით შემოიფარგლა. ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებისგან. საუბარია პოლიციელზე, რომელმაც 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილის მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო და მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა.
