ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს. წერილში საუბარია საპარლამენტო არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობაზე, დეზინფორმაციის კამპანიასა და ორმაგ სტანდარტზე, ასევე ცრუ ბრალდებებზე, რაც ხელს უწყობს პოლარიზაციას. ცესკო განმარტავს, რომ წერილის გამოქვეყნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში იმ დადგენილების საკითხის წამოჭრა გახდა, რაც რეალურად, მიზნად ისახავდა კანონის ჩანაწერის დაზუსტებას. საარჩევნო ადმინისტრაცია ევროსტრუქტურას სთხოვს, დაინტერესებული მხარეების მიერ მისთვის მოწოდებული ინფორმაცია შესაბამის უწყებასთან გადაამოწმოს.
