ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მდივანი გაქურდეს
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მდივანი გაქურდეს. კრისტი ნოემს ჩანთა მოპარეს, რომელშიც 3000 დოლარი და მისი პირადი დოკუმენტები, მათ შორის ბიომეტრიული პასპორტი, მართვის მოწმობა და სამინისტროს საშვი იდო. ინციდენტი 20 აპრილს, საღამოს ვაშინგტონში მდებარე რესტორანში მოხდა. ქურდობის ფაქტი შტატების საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა რესტორნის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით აღმოაჩინეს, სადაც ჩანს, რომ ჩანთა უცნობმა მამაკაცმა მოიპარა, რომელსაც სახეზე სამედიცინო ნიღაბი ეკეთა. ქურდობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
