ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მესამე გოლი გაიტანა
ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მესამე გოლი გაიტანა. გათამაშების 29-ე ტურში „კრაკოვიამ“ სტუმრად „ლეხთან“ ერთით ორი წააგო. დამარცხებული გუნდის რიგებში კი ერთადერთი ბურთი ქართველი კაპიტნის ანგარიშზეა, რომელმაც 70-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. კაკაბაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
