მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დაბა სტეფანწმინდაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი ადამიანი დააკავა
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დაბა სტეფანწმინდაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 20 აპრილს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1979 წელს დაბადებულს ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაჭრილი კლინიკაში გადაყვანის შემდგომ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ძალოვანი უწყების ცნობით, მკვლელობის ფაქტს შეესწრო, დანაშაულის შესახებ კი პოლიციას არ შეატყობინა.
