კახეთის პოლიციამ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა.
კახეთის პოლიციამ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებები და ფლობენ შესაბამისი ფაქტების ამსახველ ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
