გლდანის რაიონში, კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოს პირველი ეტაპი დასრულდა
სკვერის ერთ ნაწილში უკვე დამონტაჟდა გარე განათების სისტემები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები. 11 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერი გაეცნო.