საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში ხელი მოეწერა ორ მემორანდუმს
საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში ხელი მოეწერა ორ მემორანდუმს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ჩინეთის მანქანებისა და ელექტრონული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის სავაჭრო პალატასთან. დოკუმენტები მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ერთობლივი პროექტებისა და ინვესტიციების ხელშეწყობას. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ჩინეთთან თანამშრომლობით დაინტერესებულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
