სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 618 მილიონი 600 ათასი დოლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 618 მილიონი 600 ათასი დოლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ეს მონაცემები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16 მთელი ერთი მეათედი პროცენტით მეტია. გარდა ამისა, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70 პროცენტი შეადგინა.
