საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილმა და ფერიდუნ სინირლი ოღლუმ მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. პირველმა დიპლომატმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. განაცხადა, რომ საქართველო ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევის ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა.
