სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოს მასშტაბით უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. უმეტეს რეგიონში ნავარაუდევია მცირე ნალექი, წვიმის სახით. 24 აპრილიდან გარემოს ეროვნულ სააგენტოში სინოპტიკური სიტუაციის გაუარესებას ელიან, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.
