უოლ სტრიტის ძირითადი ინდექსები ვარდნას განაგრძობს
უოლ სტრიტის ძირითადი ინდექსები ვარდნას განაგრძობს. ორშაბათის სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ აქციების ღირებულება კვირის მინიმუმამდე დაეცა. საფონდო ბირჟებზე სისტემატურ რყევას ჯეფრი საქსი ტრამპის სატარიფო პოლიტიკას უკავშირებს და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა კონგრესსაც ეკისრება.
