კათოლიკური სამყარო რომის პაპის გარდაცვალებას გლოვობს
კათოლიკური სამყარო რომის პაპის გარდაცვალებას გლოვობს. ყველა კათოლიკურ ტაძარში სამგლოვიარო მესა ჩატარდა. განსაკუთრებით მასშტაბური იყო ღვთისმსახურება ფრანცისკოს მშობლიურ ეკლესიაში, ბუენოს-აირესში. პაპის გარდაცვალების გამო, კათოლიკურ სამყაროში 9 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. რომის პაპი გუშინ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის მიერ გავრცელებული ოფიციალური ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ინსულტი და შემდგომი გულის უკმარისობა გახდა.
