ვანის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზის მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს
ვანის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზის მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა დაათვალიერეს. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება.