უმაღლეს სასწავლებლებში, კერძოდ, ბაკალავრიატის საწყის საფეხურზე ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდება
უმაღლეს სასწავლებლებში, კერძოდ, ბაკალავრიატის საწყის საფეხურზე ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდება. საკანონმდებლო ცვლილების შესახებ პარლამენტი დღეს იმსჯელებს. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ქართული ენის სწავლება "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2005 წელს გააუქმა. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ცვლილება ხელს შეუწყობს ქართული ენის პოპულარიზაციას და სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ქართულ ენასა და ლიტერატურას საფუძვლიანად დაეუფლონ.
