აქციაზე სამართალდამცველის დაშავების ფაქტზე, ევროკავშირის წარმომადგენლობა ქრონიკის კითხვას ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე პასუხობს
აქციაზე სამართალდამცველის დაშავების ფაქტზე, ევროკავშირის წარმომადგენლობა ქრონიკის კითხვას ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე პასუხობს. საუბარია პოლიციელზე, რომელმაც 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილის მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო და მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. დიპლომატიურ წარმომადგენლობას კითხვით მივმართეთ, გმობენ თუ არა პოლიციელის მიმართ აქციის მონაწილეთა მხრიდან გამოხატულ ძალადობას - ევროკავშირის საელჩო ზოგადი პასუხით შემოიფარგლა. ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებისგან.