ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, ანა ბიერდეს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, ანა ბიერდეს შეხვდა. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატებში პირველი ვიცე-პრემიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე საქართველოში.