საქართველოში ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი იმყოფება
საქართველოში ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი იმყოფება. ამ წუთებში ფერიდუნ სინირლი ოღლუს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადებები გაკეთდება, რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.