უკრაინული მედიის ცნობით, ომის გამო უკრაინის მოსახლეობა 8 მილიონით შემცირდა
უკრაინული მედიის ცნობით, ომის გამო უკრაინის მოსახლეობა 8 მილიონით შემცირდა. დემოგრაფიული მდგომარეობის მკვლევარების განმარტებით, 2022 წელს რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე, უკრაინაში 42 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, დემოგრაფიული ვითარების გაუარესება კი მოსახლეობის გადინებითა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებითაა განპირობებული. უკრაინაში ომის გამო დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, არმიის დანაკარგები კი გასაიდუმლოებული, თუმცა დემოგრაფები აღნიშნავენ, რომ ბოლო კვლევების მიხედვით უკრაინელ მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკი 60 წლამდე შემცირდა. ასევე საგანაშოდ მიიჩნევა შობადობის დაბალი მაჩვენებელიც.
