რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სასუნთქი გზების დაავადება ჰქონდა. ვატიკანს და კათოლიკურ ეკლესიას უსამძიმრებენ ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა სახელმწიფოთა ლიდერები. რომის პაპი ფრანცისკე რომის კათოლიკურ ეკლესიას 12 წელი მეთურობდა. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ის იქნება პირველი პაპი რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ. მისი მმართველობა გამოირჩეოდა ბიუროკრატიის რეფორმირებისა და კორუფციასთან ბრძოლის მცდელობით. რომის ახალ პაპს კარდინალთა კოლეგია აირჩევს, ამჟამად მათი რიცხვი 252-ია მაგრამ მათგან მხოლოდ 138 - აქვს ხმის მიცემის უფლება.
