ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ინდოეთშია
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ინდოეთშია. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ის მასპინძელი სახელმწიფოს პრემიერ - მინისტრს, შეხვდა. ეს ვიზიტი გლობალურ სატარიფო ომს ემთხვევა. ნიუ-დელი მზად არის რომ ამერიკული ნაწარმის ნახევარზე მეტს ტარიფები მოუხსნას და იმედი აქვს, რომ ვაშინგტონისგან მოზრდილი ტარიფების დაწესებას თავიდან აიცილებენ. ამერიკის ვიცე პრეზიდენტისა და ინდოეთის პრემიერის საუბრის ძირითადი თემაც სწორედ სავაჭრო შეთანხმების დროულად მიღწევა, ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერება და თავდაცვითი პარტნიორობის განვითარება იქნება