The Economist-ი წერს, რომ უკრაინა სამხედრო სისუსტეზე უფრო მეტად, პოლიტიკურ სისუსტეს განიცდის
The Economist-ი წერს, რომ უკრაინა სამხედრო სისუსტეზე უფრო მეტად, პოლიტიკურ სისუსტეს განიცდის. გამოცემის ცნობით, უკრაინელების ნაწილი შიშობს, რომ ხელისუფლების არაკომპეტენტურობისა და ქვეყანაში არსებული კორუფციის გამო, კიევმა შესაძლოა საერთაშორისო მხარდაჭერა დაკარგოს. ეკონომისტი წერს, რომ უკმაყოფილო უკრაინელი პოლიტიკოსები, ომის პერიოდში, პრობლემატურ საკითხებზე დუმილს ამჯობინებენ. ეს კი ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლების მონოპოლიის გაზრდას ხელს უწყობს. უკრაინელმა ჟურნალისტმა იულია მოსტოვაია ეკონომისტს განუცხადა, რომ მაშინ როცა დასავლური მედია და ევროპელი ლიდერები ზელენსკის ადიდებენ, უკრაინაში მედიის ნაწილი ხაფანგში მოქცეულად გრძნობენ თავს
