პენტაგონი საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის მორიგ სკანდალში გაეხვა
პენტაგონი საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის მორიგ სკანდალში გაეხვა - ინფორმაციას New York Times ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამერიკის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა იემენზე ამერიკული დარტყმების დეტალური ცნობები სიგნალის აპლიკაციაში შექმნილ სასაუბრო ჯგუფში გააზიარა. დახურულ ჯგუფში პენტაგონის ხელმძღვანელის მეუღლე, ძმა და პირადი ადვოკატიც იყვნენ. ამერიკულ მედიას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საიდუმლო მონაცემები იმ სამხედრო გამანადგურებლების ფრენების განრიგს შეიცავდა, რომლებიც 15 აპრილს იემენში ჰუსიტებზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. თავდაცვის მდივნის თანაშემწემ შონ პარნელმა, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ფაქტი უარყო, მან ამერიკული მედია-საშუალებები სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა
