ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი არ დაუშვებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას
ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი არ დაუშვებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ ბრიუსელი 2030 წლისთვის გეგმავს, რომ ბლოკში მიიღოს სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული საზღვრები, არც მოქმედი ეკონომიკა და არც სუვერენიტეტი. ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების უკან არა მშვიდობის მიღწევის, არამედ ომის გახანგრძლივების გეგმები დგას
