„ქართული ოცნების“ დაარსებიდან 13 წელი გავიდა
„ქართული ოცნების“ დაარსებიდან 13 წელი გავიდა. 2012 წლის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველო დააფუძნა. დაახლოებით ხუთ თვეში, პირველ ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა. ქვეყანაში კი დაიწყო დემოკრატიული პროცესები. საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს - წერია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში
