The Wall Street Journal: დონალდ ტრამპი უკრაინას, ომის დასრულებისთვის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას შესთავაზებს
დონალდ ტრამპი უკრაინას, ომის დასრულებისთვის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას შესთავაზებს - ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადებას ითვალისწინებს. გამოცემა წერს, რომ ეს წინადადებები კონფიდენციალურ დოკუმენტშია გაწერილი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა, პარიზში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინელ კოლეგებს გადასცეს
