აშშ - ირანის მოლაპარაკება
რომში ამერიკა-ირანის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. მხარეებმა ომანის შუამავლობით თეირანის ბირთვული პროგრამის საკითხი განიხილეს. შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოლაპარაკების შემდგომი რაუნდი 26 აპრილს გაიმართება.
