სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადება
ელექტრომომარაგება ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგენილია. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ აცხადებენ, რომ დღეს დილით, ხანძრის გამო, ავარიულად გამოირთო 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“, რის შედეგად გამოირთო ენგურჰესი და სხვა დიდი და მცირე ელექტროსადგურები. ამის გამო, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მომხმარებლის დაახლოებით 90 პროცენტს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ,,„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება, უმოკლეს დროში, 35 წუთში მოხერხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის გამანაწილებელ კომპანიებზე ელექტროენერგიის სრულად მიწოდება“ - ნათქვამია განცხადებაში.
