სააღდგომო ნობათი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილმა 1000-მდე ოჯახმა სააღდგომო ნობათი მიიღო. დღესვე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და პარლამენტის წევრ დავით კოდუასთან ერთად ჯვარში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ, სოციალურად დაუცველ, ჩაჩხალიების ოჯახს ესტუმრა