უფასო ტრანსპორტი
თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით მოემსახურებიან. მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების - „მარჯანიშვილი“ „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის მესამე მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ. ამასთან, აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.
