წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა
საუკუნეებია, იერუსალიმში ცეცხლის გარდამოსვლის წუთები, ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომლოდინეთათვის. მორწმუნეებისთვის ეს არის ნიშანი აღდგომისა და მაცხოვრის კვლავაც ადამიანებთან ყოფნისა. ამიტომაც ათასობით პილიგრიმი ამ პერიოდში იერუსალიმში ჩადის და რწმენით ელის სასწაულს, რასაც ცეცხლის გარდამოსვლა ჰქვია. ყოველ წელს, მართლაც საოცარი სანახავია ის ემოცია, ყიჟინი, სიხარული, რომელიც აღდგომის ტაძარში ცეცხლის გამოჩენას მოჰყვება. ეს მომნუსხავი სურათი წელსაც ვიხილეთ ქართული ხმამაღალი შეძახილებით. წელსაც ქართველი მომლოცველები იერუსალიმიდან გვახარებდნენ, რომ ქრისტე აღდგა და სიცოცხლემ სიკვდილზე კვლავაც გაიმარჯვა. წელსაც უკვე ტრადიციისამებრ მაცხოვრის აღდგომის ტაძარში იმყოფებდნენ ჩვენი კოლეგები ვარლამ წიკლაური და გიორგი ძოწენიძე, რომლებიც საქართველოში დაბრუნებამდე კიდევ ერთხელ გვიამბობენ ამ ემოციური წუთების შესახებ.
სიუჟეტის ავტორი: ვარლამ წიკლაური-30-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
