რომში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იმართება, რომელსაც შუამავლობას ომანი უწევს
რომში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იმართება, რომელსაც შუამავლობას ომანი უწევს. ირანული დელეგაცია უკვე იტალიის დედაქალაქში იმყოფება. როგორც სააგენტო “როიტერსი” წერს, თეირანი მზად არის დათმობებისთვის, თუმცა ურანის გამდიდრებაზე სრულად უარის თქმას არ აპირებს. ირანს სურს გარკვეული გარანტიები, რომ მომავალში ვაშინგტონი ცალმხრივად არ გააუქმებს პოტენციურ შეთანხმებას. მოლაპარაკების მეორე რაუნდის გამართვამდე ერთი დღით ადრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა. აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები არარეალურ მოთხოვნებს არ წამოაყენებს, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
