იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
თბილისის დროით ზუსტად 15:36 საათზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა. საეკლესიო განმარტებით, სწორედ ცეცხლის გარდამოსვლა არის ერთ- ერთი პირველი ნიშანი მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის. უფლის საფლავზე აგებულ სამლოცველოში, კუვუკლიაში მართლმადიდებელი პატრიარქი შევიდა , შესვლამდე ის სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს, ამის შემდეგ საფლავი დაიხურა. სწორედ იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა ტაძარში მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი. აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც